ევროპის ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსი (ALDE) მიიჩნევს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ მიხეილ სააკაშვილი დაუყოვნებლივ უნდა გაათავისუფლოს.
ALDE-ს წარმომადგენლებმა განცხადება რომში გააკეთეს, სადაც პარტიის შეკრებაა.
მათი განცხადებით, საქართველოს ხელისუფლებამ მიხეილ სააკაშვილი “ეჭვგარეშე მტკიცებულებების” გარეშე დააკავა.
ისინი ყურადღებას ამახვილებენ მიხეილ სააკაშვილის მიმართ მოპყრობასა და მის უფლებრივ მდგომარეობაზე.