ტელეარხ “Россия 1”-ის ეთერში გავიდა დოკუმენტური ფილმის “უახლესი ისტორია” ანონსი, სადაც საუბარი იქნება რუსეთის ეკონომიკურ მდგომარეობაზე 90-იან წლებში. ანონსის მიხედვით, ფილმში ვლადიმერ პუტინიც მონაწილეობს, რომელიც აცხადებს, რომ ამ წლებში, იყო პერიოდი, როდესაც ის ტაქსისტად მუშაობდა. საუბარია იმ პერიოდზე, როდესაც ანატოლი სობჩაკმა პეტერბურგის მერის არჩევნები წააგო და პუტინს მერიიდან წასვლა მოუწია,