ბოლო 24 საათის განმავლობაში, საქართველოში კორონავირუსის 1 527 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა კიდევ 46 ადამიანი.
დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში ვირუსისგან 4 588 ადამიანი გამოჯანმრთელდა.
Stopcov.ge-ს მონაცემებით:
- კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 890 813
- მათ შორის გამოჯანმრთელებული – 837 263
- მათ შორის გარდაცვლილი – 12 777
- ბოლო24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით – 21 264, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 13 922 , PCR ტესტით – 7 342
- დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 7,18%, ბოლო 14 დღის – 7,8%, ბოლო 7 დღის – 7,45%
- სულ აცრილია – 2 311 840, დღიურად აცრილია – 2 500
- კარანტინის რეჟიმში – 35
- სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 6 138
- კლინიკურ სასტუმროში მყოფი პირები – 1 183
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 2020 წლის 26 თებერვალს გამოვლინდა.