“დეკემბერში წლიური ინფლაციის მაჩვენებლის მატებაა მოსალოდნელი“

„ჩვენი მოლოდინებისგან განსხვავებით, 8 დეკემბერს მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა განაკვეთი 0.5 პპ-ით 10.5%-მდე გაზარდა. მართალია, დეკემბერში წლიური ინფლაციის მაჩვენებლის მატებაა მოსალოდნელი, თუმცა მხოლოდ დაბალი საბაზო ეფექტის გამო. ამასთან, სეზონურად შესწორებული თ/თ ინფლაცია უკვე ფასების ზრდის დასტაბილურებაზე მიუთითებს – ბოლო მონაცემით, 3%-იან სამიზნე ნიშნულზე ქვემოთაც კი. საერთაშორისო ბაზრებზე ნავთობის ფასების შედარებით შემცირება და ლარის გამყარება აძლიერებს ჩვენს პროგნოზს, რომლის მიხედვითაც მომავალ წელს ინფლაცია სამიზნე მაჩვენებელთან ახლოს იქნება.

2022 წლის ბოლოსთვის სამომხმარებლო ფასების ზრდის მოლოდინი 3%-ის ფარგლებშია, იმ დაშვებით, რომ ბრენტის ნავთობის ფასი სადღეისოდ არსებული 75-დან 85 აშშ დოლარამდე აღდგება, სხვა სასაქონლო ფასები არსებულ დონეზე შენარჩუნდება, გლობალური მიწოდების ჯაჭვების შეფერხება გარკვეულწილად შემსუბუქდება, ადგილობრივი ინფლაციის გამოკლებით ლარის რეალური ეფექტური გაცვლითი კურსი დაახლოებით 5.0%-ით გაუფასურდება და რეალური მშპ 6%-ით გაიზრდება.

აქედან გამომდინარე, ვფიქრობთ, რომ მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება დროებითია და სამომავლოდ კვლავ შერბილების ციკლია მოსალოდნელი – 2022 წლის ბოლოს, ჩვენი პროგნოზის მიხედვით, რეფინანსირების განაკვეთი 8.25%-ს შეადგენს,“-აღნიშნულია მიმოხილვაში.

bpn.ge

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share