პანდემია 2022 წელს დასრულდება და გლობალური ეკონომიკა სრულად აღდგება -ვარაუდობენ აშშ-ს უმსხვილესი ბანკის JPMorgan-ის ანალიტიკოსები
“ჩვენი ვარაუდით, 2022 წელი იქნება გლობალური ეკონომიკის აღდგენის წელი, გლობალური პანდემიის დასასრული და ნორმალურ პირობებში დაბრუნების წელი, რაც გვქონდა Covid-19-ის გავრცელებამდე,” ამბობს JPMorgan-ის გლობალური ბაზრების მთავარი ანალიტიკოსი, მარკო კოლანოვიჩი.
JPMorgan-ის ანალიტიკოსები პოტენციურ რისკებად და გამოწვევებად ევროპასა და აზიაში გეოპოლიტიკურ დაძაბულობას, გაზრდილ ინფლაციას, ენერგოკრიზისსა და ვაქცინაციის დაბალ ტემპს ახალ შტამს, ომიკრონს ასახელებენ.