დღეს დილით ხმაური იყო ბათუმში – აქციაზე მისული მოსახლეობა აჭარის მთავრობის თავმჯდოამრესთან, თორნიკე რიჟვაძესთან, შეხვედრას ითხოვდა, თუმცა ის ადგილობრივებთან არ გამოჩნდა, რამაც დაპირისპირება გამოიწვია.
“კაბინეტში შეპარული თორნიკე რიჟვაძე იცავს თავს. პოლიციის ენით ელაპარაკე ის ხალხს”, – ამბობს დეპუტატი, ელგუჯა ბაგარტიონი.
აჭარის მთავრობის სახლის წინ ამ დრომდე რჩებიან სამართალდამცველები.
ხელახალი საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნით შეკრებილები კი საპროტესტო აქციას 24-საათიან რეჟიმში მართავენ.