“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, ნიკა მელია მხარდამჭერებს 21 დეკემბერს აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს. მელიას თქმით, მნიშვნელოვანია, რომ აქციაზე ბევრი ხალხი მივიდეს.
ამასთან, როგორც ის ამბობს, ვიდრე მიხეილ სააკაშვილი არ გათავისუფლდება, ეროვნულ თანხმობაზე საუბარი შეუძლებელია.
“შეუძლებელია ოლიგარქატმა გაიხანგრძლივოს მისი არსებობა ხელისუფლებაში. მიხეილ სააკაშვილის ტყვეობაც უნდა დასრულდეს, რამეთუ შეუძლებელია ვსაუბრობდეთ ეროვნულ თანხმობაზე, მანამ სანამ მიხეილ სააკაშვილი ტყვეობაშია.
21 დეკემბერს ყველას გელოდებით რუსთველის გამზირზე, 18:00 საათზე, ძალიან მნიშვნელოვანი დღეა და მნიშვნელოვანია, რომ ვიყოთ ბევრნი”,–თქვა ნიკა გვარამია.
ცნობისთვის, 21 დეკემბერს 18:00 საათზე მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით რუსთაველზე აქცია გაიმართება.