ორგანიზაცია ”გადავარჩინოთ გურიის მდინარეები” გურიის მდინარეებიდან ქვა-ღორღის მოპოვების შესახებ წერს. როგორც წერილშია აღნიშნული, ადგილობრივი თვითმმართველობის ერთობლივი ძალისხმევის ს და მოსახლეობის ჩართულობის შედეგად-შემცირდა ვანდალურად მდინაარეების აოხრება და წიაღის მოპოვება.
”სამოქალაქო აქტივიზმი დებს შედეგს!
წიაღის ეროვნული სააგენტოდან გამოვითხოვეთ ქვა-ღორღის მოპოვების ლიცენზიების სია გურიის რეგიონში. მიმდინარე წლის ბოლო მონაცემებით ორმაგად იკლო ლიცენზიის გაცემამ და გვაქვს ასეთი მოცემულობა:
როცა სამი წლის წინ დავიწყეთ სამოქალაქო მოძრაობა “გადავარჩინოთ გურიის მდინარეები”, გურიაში გაცემული იყო 58 ლიცენზია.
დღეის მონაცემებით კი 24 ლიცენზიაა.
8- ჩოხატაურში. 2-ლანჩხუთში და 14- ოზურგეთში. აქედან 7 ლიცენზიატს ვადა ამოეწურა.
ყველა ლიცენზია გაცემული იქნა 2017 წლიდან. 2019 წ. გაიცა-6, ხოლო 2020წ. მხოლოდ 3 ლიცენზია.
სამოქალაქო აქტივიზმით, მოსახლეობის ჩართულობით, მედია, ადგილობრივი თვითმმართველობის ერთობლივი ძალისხმევის შედეგად-შემცირდა ვანდალურად მდინაარეების აოხრება და წიაღის მოპოვება.
მართალია მდ. სუფსასა და გუბაზოულზე კვლავ გრძელდება გარემოსდაცვითი, წყლის რესურსების გამოყენების, წიაღის მოპოვების კანონების უხეშად დარღვევით წიაღის მოპოვება, მაგრამ წინგადადგმული ნაბიჯები მაინც არის.
ყველა ადამიანის უფლებაა იცხოვროს ჯანსაღ, უსაფრთხო გარემოში, დაიცვას გარემო. წიაღის მოპოვება საჭიროა, აუცილებელი, მაგრამ მდგრადი განვითარებით, გარემოს დაცვით და მდინარეების შენარჩუნებით.
ახლად არჩეული თვითმმართველობის პოზიციები ამ მიმართულებით ალბათ მომავალში გამოიკვეთება.”
გადავარჩინოთ გურიის მდინარეები