როგორც “გურიის მოამბეს” არაოფიციალურად აცნობეს, ოზურგეთის სატყეო-სააგენტოს ხელმძღვანელად კოტე შევარდნაძე ინიშნება.
ოზურგეთის სატყეო-სააგენტოს ხელმძღვანელის თანამდებობა გასული წლის სკანდალის შემდეგ არის ვაკანტური, როცა ქრთამის აღების ფაქტზე, სატყეო-სააგენტოს ერთი თანამშრომელი ანტიკორუფციულმა სამსახურმა დააკავა. ამის გამო კი საგენტოს ხელმძღვანელი, კახა ღლონტი გადადგა.