86 წლის ასაკში ანსამბლ “ერისიონის” ხელმძღვანელი, მომღერალი და ქორეოგრაფი ჯემალ ჭკუასელი გარდაიცვალა.
ინფორმაცია ანსამლის Facebook-გვერდზე გავრცელდა.
“საზოგადოებრივი მაუწყებლის” ცნობით, ჯემალ ჭკუასელს პარკინსონის დაავადება ჰქონდა. გუშინწინ ის მდგომარეობის გაუარესების გამო საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც გვიან ღამით გარდაიცვალა.