რამდენი ადამიანი დაინფიცირდა გურიაში ბოლო 24 საათში – სტატისტიკა საქართველოს რეგიონების მიხედვით

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 195 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 1 032 შემთხვევა, აჭარა – 149, იმერეთი – 380, ქვემო ქართლი – 98, შიდა ქართლი – 116, გურია – 76, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 160, კახეთი – 95, მცხეთა-მთიანეთი – 60, სამცხე-ჯავახეთი – 26, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -სამი.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 37 114 საიდანაც: 5 779 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 329, აჭარაში – 534, იმერეთში – 1 220.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 426 პირი, მათ შორის, თბილისში – 564, აჭარაში – 124, იმერეთში – 440. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 319 პირი, მათგან თბილისში – 171, აჭარაში – 31, იმერეთში – 33.

1 071 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 679 – თბილისში, 257 – აჭარაში. 30 264 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 31 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 30, ხოლო აჭარაში – ერთი.

სულ 2020 წლის 6 ოქტომბრიდან – 18 დეკემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია – 25 296 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 35 925 ადამიანი.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share