“დიდი მადლობა ყველას!ნუ გეშინიათ…მე არ მეშინია…ძალიან სწრაფად უნდა დავიბრუნოთ ჩვენი ქვეყანა ოლიგარქებისგან!”-მიხეილ სააკაშვილი

“დიდი მადლობა ყველას, დიდი მადლობა მთელ საქართველოს! ჩვენ აუცილებლად ვიქნებით თავისუფალი და გამარჯვებული. მეგობრებო, მთავარია ერთიანობა, უკან არდახევა, შეტევა ბოლომდე. არშეშინება, ბოლომდე შეტევა!

ნუ გეშინიათ ნურანაირი რეპრესიების, მე არ მეშინია, ვიბრძვით ბოლომდე! ჩემი სიცოცხლე გეკუთვნით თქვენ, საქართველოს თავისუფლებას, საქართველოს განთავისუფლებას და თითოეული ჩვენგანის ბედნიერებას.

რაც არ უნდა მოხდეს, მაინც ძალიან სწრაფად უნდა დავიბრუნოთ ჩვენი ქვეყანა, გავათავისუფლოთ დიქტატურისგან და ოლიგარქებისგან. თქვენი ძალიან დიდი იმედი მაქვს და ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ. მთავარია ერთობა!”

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა გორის ჰოსპიტალთან შეკრებილ მხარდამჭერებს, რომლებიც მას დაბადების დღეს ულოცავდნენ, სიტყვით მიმართა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share