“მომავალ კვირას იგეგმება შეხვედრა ჩემსა და ზურაბიშვილს შორის” – ნიკა მელია

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის ნიკა მელიას თქმით, ის საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს მომავალ კვირას შეხვდება. ამის შესახებ ნიკა მელიამ “მთავარი არხის” ეთერში, გადაცემაში “ღამის მთავარი” ისაუბრა.

“როგორც ხატიამ გადმომცა, მომავალ კვირას იგეგმება შეხვედრა ჩემსა და ქალბატონ ზურაბიშვილს შორის. დაგვიძახებს და მე, ჩემი პარტიის რამდენიმე წევრთან ერთად, სიამოვნებით მივალ. ძალიან მალე გამოჩნდება, ის თუ სადამდე მიგვიყვანს ეს პროცესი. მაგრამ ეს არის პარალელური პროცესი. მაგრამ ეს პროცესი [შიმშილობა] არ ითმენს. მიხეილ სააკაშვილი არ უნდა იჯდეს ციხეში”,-თქვა ნიკა მელიამ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share