საბჭოს წარმომადგენელი გიორგი ღიბრაძე ამბობს, რომ მიზეზი ომიკრონის შტამის გავრცელებაა.
“საქართველოში უკვე დაფიქსირდა ომიკრონის შტამი და კიდევ მიმდინარეობს კვლევა რამდენიმე შემთხვევაზე და პოტენციალი იმისა, რომ ჩვენთანაც ამ ვირუსის გავრცელება მოხდეს, ცხადია, მაღალია. შესაბამისად, კლუბებთან მიმართებაში, ანუ ლიბერალიზაცია ამ მიმართულებით დღეს არ არის, არ მიგვიღია გადაწყვეტილება კლუბების გახსნასთან დაკავშირებით, იმიტომ, რომ ტენდენცია რომ ვნახოთ მთელ მსოფლიოში, სადაც დაშვებული იყო საქმიანობა, იქაც შეზღუდვები და და გაუქმებები მოქმედებს”, – თქვა ღიბრაძემ.
კითხვაზე, “კლუბების წარმომადგენლები ამბობენ, რომ მაინც აპირებენ გახსნას”, ღიბრაძე პასუხობს:
“რას ქვია მაინც ამბობენ? საქართველოში არის კანონი, რომლის წინაშეც ყველა ვართ ერთნაირი. კანონი ამბობს, რომ აკრძალულია აღნიშნული ღონისძიებების ჩატარება. მაინც ჩაატარებენ ლოგიკა არ მესმის”.
რაც შეეხება ჩატარებულ ღონისძიებებს, ღიბრაძე ამბობს, რომ ამის შესახებ იციან და ტყუილია ინფორმაცია, თითქოს შრომის ინსპექციას არ მოუხდენია რეაგირება. კონკრეტულად რა რეაგირება მოახდინა, ღიბრაძე არ აზუსტებს.