ზაქარია ჭიჭინაძის ცნობების მიხედვით ოზურგეთის ბაზრობასთან დაკავშირებით ყველაზე უფრო ძველი დოკუმენტი 1803 წლითაა დათარიღებული.
ბაზრობა საკმაოდ დიდი ყოფილა, ადგლობრივ და კათოლიკე ვაჭრებთან ერთად ოსმალეთის ქვეშევრდომ 52 ქართველ მაჰმადიან ვაჭარსაც ჰქონია ოზურგეთში დუქანი.
1853 წელს რუსეთ თურქეთის (ყირიმის) ომი დაიწყო და რუსებმა ოსმალთა ქვეშე რდომ ვაჭრებს ოზურგეთის დატოვება მოსთხოვეს. ვაჭრებს დიდი არზით მიუმართავთ რუსებისათვის და უთხოვიათ დრო მოგვეცით დიდძალი ნისია გვაქვს ასაღებიო, თუმცა როგორც ჩანს მათ თხოვნა უშედეგო იყო.
ზაქარია ჭიჭინაძე წერს (1905 წელი) -“1853 წ. ომამდის ოზურგეთში 52 ვაჭარი ოსმალიდამ მოსული ქართველ მაჰმადიანები იყვნენ. ამ ცნობას ერთი ძველი წერილი ამტკიცებს, რომელიც ადრე მოვიპოვეთ. აი ამ ძველი ცნობის შინაარსი: „1853 წ. ოზურგეთში მოვაჭრე ოსმალთ რიცხვით 52 კაცს გამოეცხადათ, რომ რადგანაც რუსეთს ოსმალეთთან ომი უხდება, ამიტომ თქვენ თქვენს სახელმწიფოში უნდა წახვიდეთო. 52 ვაჭარი თხოვნას აძლევს მთავრობას და ავალებს, რომ „- რადგანაც აქ დიდი ნისია გვაქს გურულებზედ დაფანტული, ამიტომ ნება მაგვეცით, რომ ცოტა ხანს დავრჩეთ და ნისიის საქმე გავასწოროთ, ავკრიფოთო“.
–
ანტონ გოგიაშვილი – ოზურგეთი ბაზრობა (1905 წელი)
მოამზადა ნიკა ჩავლეშვილმა