ოზურგეთის რამდენიმე სოფელს ელექტროენერგია გუშინ საღამოს შემდეგ არ მიეწოდება.
როგორც ენერგო კომპანიაში აცხადებენ,. ტექნიკური ჯგუფები გვიან ღამემდე მუშაობდნენ, რომ დაზიანებული სადენების აღდგენა დროულად მომხდარიყო, თუმცა უამინდობის გამო ეს ვერ მოხერხდა.
დღეს დილიდან სოფლებში დამატებითი ჯგუფები გავიდა, მათ შორის არიან მეზობელი მუნიციპალიტეტებიდან გამოგზავნილი ელექტრო ტექნიკოსები.
ენერგო პრო ჯორჯიაში ირწმუნებიან, რომ დღის ბოლომდე ყველა სოფელში ეტაპობრივად მოხდება ელექტრო ენერგიის მიწოდება.