“სახელწმიფო ინსპექტორის სამსახური რეალურად შექმნეს პროცესის იმიტაციისთვის, თვალების ასახვევად. მოითხოვეს უცხოელებმა, ნჯოებმა და იფიქრეს იყოს დავაკმაყოფილოთ პროცედურული დემოკრატია. იყო, იყო ეს სამსახური და უცებ ლუკა სირაძის საქმე, მერე კიდე რაღაც საქმეები და იმდენად შეჭამა ტვინი, რომ პროცედურული დემოკრატიის იმიტაციის ‘სიკეთე’ გადაფარა დისკომფორტმა მათი ატანის და მოსალოდნელმა შარმა.
რუსეთშიც ნჯოები იყვნენ და იყვნენ, ანგარიშებშიც იწერებოდა აი ნჯოები ფუნქციონირებსო. მერე უკვე შარმა გადაწონა. მერე მოეწონათ აკრძალვებში გამოვლენილი ‘ძალა’ და ეხლა, რასაც უნდათ აკრძალავენ.
ესე ნაბიჯ-ნაბიჯ იწრთობა ავტორიტარიზმი” – წერს ”დროას” ლიდერი, ელენე ხოშტარია კანონპროექტზე, რომელიც ინსპექტორის სამსახურის გაუქმებას ითვალისწინებს.