მიხეილ სააკაშვილი პრაქტიკულად სრულ იზოლიაციაში მოაქციეს, მასთან არავის უშვებენ

მიხეილ სააკაშვილი პრაქტიკულად სრულ იზოლაციაში მოაქციეს. საქართველოს მესამე პრეზიდენტის სანახვად აღარ უშვებენ არც სახალხო დამცველის წარმომადგენელს და არც  ექიმებს.

გორის სამხედრო ჰოსპიტალის მთავარმა ექიმმა მიხეილ სააკაშვილს უმკაცრესი შეზღუდვები დაუწესა. პრეზიდენტის სანახვად შაბათ-კვირას ჰოსპიტალში ვერც ექიმები და ვერც მნახველები ვეღარ შევლენ, დღის განმავლობაში სააკაშვილის პალატის კარი მხოლოდ ორი საათით, ოთხიდან 6 საათამდე, გაიხსნება.

სპეცილური მისიით გორში ჩასული მედიკოსებისა და უფლებადამცველების ჯგუფი ამ წუთებში ჰოსპიტალის ჭიშკართან დგას, თუმცა მათ უთხრეს, რომ  ვერ შევლენ. კანონის მიხედვით კი სახალო დამცველსა და მის წარმომადგენლებს ნებისმიერ პატიმართან, ნებისმიერ დროს, შესვლის უფლება აქვთ.

რატომ არ გვიშვებენ, ჯერ-ჯერობით არ ვიცი. ახსნა-განმარტება არ მოუციათ ამისი და ჩვენ გვინდოდა შემოწმება სამედიცინო ჩანაწერების, ნებართვა გვაქვს წლის ბოლომდე – განუცხადა ,,ტვ პირველს” სახალხო დამცველის ეგიდით შექმნილი კონსილიუმის  წევრმა, ნერვოლოგმა თენგიზ წულაძემ.

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, დიტო საძაგლიშვილის, ინფორმაციით, ჰოსპიტალის ექიმს არ აქვს უფლება, მნახველების შეშვება-არშეშვების საკითხი თვითნებურად გადაწყვიტოს.

არანაირი უფლებამოსილება არც მთავარ ექიმს, არც ჰოსპიტალის დირექტორს არ აქვს, დააწესოს ლიმიტები. ამასთან ერთად ჩვენ არ მოგვისმენია სათანადო დასაბუთებაც კი, რადგან თუ სათანადო მიზეზი არსებობს, ჩვენ ამას გავიგებდით. მაგრამ არა, სინამდვილეში, ეს არის დასჯა – განაცხადა დიტო საძაგლიშვილმა.

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share