საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სახალხო დამცველის წარმომადგენელს 27 დეკემბერს მომხდარ გამაოგნებელ ფაქტების შესახებ უყვება.
პატიმარი ომბუდსმენის წარმომადგენელთან ამბობს, რომ 2 დღის წინ, მასთან დაახლოებით, 6 თანამშრომელი შევიდა, სცადეს საათის წართმევა და შემდეგ სრულად ამოქოლეს ფანჯარა, თუმცა მოგვიანებით ამოჭრეს პატარა სარკმელი, სადაც მზის შუქის შესვლა წარმოუდგენელია:
”სააკაშვილის თქმით, 27-ში, სწორედ იმ მომენტის შემდეგ, როდესაც მასთან იმყოფებოდა სახალხო დამცველის წარმომადგენელი და როდესაც წავიდა, ამის შემდეგ მასთან შევიდა დაახლოებით ექვსი თანამშრომელი, რომლებმაც ჯერ სცადეს მისთვის საათის წართმევა, რა დროსაც ფიზიკურ იძულებასაც ჰქონდა ადგილი, ხოლო შემდგომ მოხდა ფანჯრის სრულად დაგმანვა, თუმცა, მოგვიანებით ამოიჭრა მცირე სარკმელი, რომელიც ამჟამად მცირედით იღება. ჩემთვის წარმოუდგენელია, მზის შუქი როგორ შეიძლება შევიდეს ამ მცირე სარკმლის საშუალებით“, – განაცხადა სახალხო დამცველის წარმომადგენელმა.