„ნამდვილად შოკი იყო… სამჯერ მოვისმინე, მაგრამ მაინც არ მჯეროდა, რომ მიშა წარსულს ემშვიდობებოდა” – სანდრა რულოვსი სააკაშვილზე

„ პირველი ოქტომბერი ადვილად ნამდვილად არ დამავიწყდება. ნიკოლოზმა მომიტანა ტელეფონი და მაჩვენა მიშას ფეისბუქზე გამოქვეყნებული დილა მშვიდობისა სქართველო ტექსტი. მისი ჩამოსვლით ძალიან გახარებული ვიყავით ყველა, ბათუმის კადრების შემდეგ, ეჭვი არ გვეპარებოდა, რომ ის აქ იყო..ძალიან ვღელავდით და ვნერვიულობდით..მე ვფიქრობდი, რომ ბათუმის მერე თავის ვენახებს ესტუმრებოდა ყვარელში, მაგრამ იქამდე ვერ მივიდა საქმე. .. ზუსტად იმ დროს, როცა უკვე დადასტურდა, რომ დაჭერილია და ჩვენც ვნახეთ მომღიმარი მიშა, ზუსტად მაშინ გავრცელდა სხვა ვიდეოც და ამის შესახებ გავიგე ნიკოლოზისგან ისევ..ჩვენ ერთად ვუყურეთ ამ ვიდეოს..ეს  ნამდვილად შოკი იყო… სამჯერ ზედიზედ მოვისმინე, მაგრამ მაინც არ მჯეროდა… მერე მივხვდი, რომ მართლა მიშა იყო და წარსულს ემშვიდობებოდა.. მივხვდი, რომ ბევრი რამე უკვე შეცვლილი იყო.. “ – ამბობს საქართველოს ყოფილი პირველი ლედი სანდრა რულოვსი დროებასთან ექსკლუზიურ ინტერვიუში.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share