”200 კაცზე მეტი ვშიმშილობთ მე-10 დღეა საკუთარი სიცოცხლის და ჯანმრთელობის ფასად .ოჯახები მიტოვებული გვყავს ამ საახალწლოდ იმის გამო, რომ ამ ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ დასრულდეს პოლიტიკური ნიშნით ანგარიშსწორება და შურისძიება და რას შვება ამ დროს რუსული ოცნება – მ. სააკაშვილს (პატიმარს) აწამებს ციხეში. რომელ პოლიტიკური მართლმსაჯულების დასრულებაზე და შერიგებაზე ვსაუბრობთ საერთოდ?! თუ რეჟიმის მსახური და ივანიშვილის მონა არ ხარ უბრალოდ ადამიანად არ გთვლის ე.წ ხელისუფლება. დარწმუნებული ვარ ჩვენი აქ ჩახოცვაც გაუხარდებათ, ნაკლბი თავის ტკივილი ექნებათ ხვალ. არ გამოვა ამათთან ნორმალურ, კონსტიტუციურ ფარგლებში საუბარი. დიქტატორს უნდა ელაპარაკო დიქტატორის ენაზე, მოძალადეს მოძალადის ენაზე!” – წერს სოციალურ ქსელში ლანჩხუთის საკრებულოს დეპუტატი “ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან” კახა ასკურავა, რომელიც უკვე მეათე დღეა “ნაციონალური მოძრაობის” ოფისთან გაშლილ კარავში შიმშილობს.