საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გორის სამხედრო ჰოსპიტალიდან რუსთავის ციხეში გადაყვანას ფრანგული მედია ეხმაურება.
გამოცემა Le Figaro-ს სტატიაში ნათქვამია, რომ მთავრობამ მესამე პრეზიდენტი რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მისი და მისი ადვოკატების წინააღმდეგობის მიუხედავად მაინც გადაიყვანა.
მედიასაშუალება მიხეილ სააკაშვილის ადვოკატ ნიკა გვარამიაზე დაყრდნობით მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე წერს და აღნიშნავს, რომ მიხეილ სააკაშვილი 50-დღიანი შიმშილობის შემდეგ გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, თუმცა ის თავს ამ დრომდე სუსტად გრძნობს.