„144 არის ლაბორატორიულად დადასტურებული იმ საეჭვო შემთხვევათა რაოდენობიდან, რომელიც ჩვენთან იგზავნება. თუ 10 დღის წინ გამოგზავნილ შემთხვევებში ორში ან სამში დასტურდებოდა „ომიკრონი“, ახლა 30 გამოვლენილი შემთხვევიდან ნახევარზე მეტში დასტურდება. ეს ნიშნავს, რომ „ომიკრონის“ ცირკულაცია ქვეყანაში თანდათანობით იმატებს. როდესაც ვსაუბრობთ 144 ლაბორატორიულად დადასტურებულ შემთხვევაზე, რეალურად შემთხვევები მეტია, რამეთუ რეალურად ხდება მხოლოდ PCR ნიმუშების კვლევა. სწრაფი ტესტით დადგენილ დადებით შემთხვევაში ლაბორატორიულად ეჭვს ვერ მივიტანთ. ამიტომ, ჩემი გადმოსახედიდან ცირკულაცია 144 შემთხვევაზე სამჯერ მეტია“, – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.