საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში პიროტექნიკის გამოყენების შედეგად 27 ადამიანი დაშავდა.
უწყების ცნობით, თბილისში 8 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ერთი არასრულწლოვანია. რვიდან ექვსი კლინიკაში სხვადასხვა მიდამოს დაზიანებით გადაიყვანეს.
რაც შეეხება რეგიონებს, პიროტექნიკით დაზიანების 19 შემთხვევა დაფიქსირდა, მათგან კლინიკაში 13 პაციენტი გადაიყვანეს.