ჰომოფობიური და ძალადობრივი ჯგუფების წარმომადგენელი ბექა ვარდოსანიძე თბილისის საქალაქო სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს. პროცესი ცოტა ხნის წინ დასრულდა. ვარდოსანიძის ადვოკატი ამბობს, რომ საბოლოო გადაწყვეტილებას მოსამართლე 11 იანვარს გამოაცხადეს, რომლის თანახმადაც გაირკვევა დაჯარიმდება თუ არა ვარდოსანიძე პოლიციის სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის.
ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, რის გამოც ვარდოსანიძე იყო დაკავებული ფულად ჯარიმას ან 15-დღიან პატიმრობას ითვალისწინებს.
გარდა ამისა, საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტი ქეთი თუთბერიძე ბექა ვარდოსანიძეს ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლისთვის უჩივის.