გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა წიაღის უკანონო მოპოვების 3 ფაქტი გამოავლინეს.
2 ფაქტია გამოვლენილი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში.
მდინარე ჭერმისხევზე, მოქალაქემ უკანონოდ მოიპოვა 4 კუბური მეტრი მოცულობის ინერტული მასალა (ქვა).
მდინარე კაბალის კალაპოტში კი, სამართალდამრღვევი, სპეციალური ტექნიკის (ექსკავატორი) საშუალებით, უკანონოდ მოიპოვებდა ინერტულ მასალას (ქვიშა-ხრეში) და განათავსებდა სატვირთო ავტომანქანის ძარაზე.
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კისისხევის მიმდებარედ, კისისხევის ხევში, მოქალაქემ, უკანონოდ მოიპოვა 2,5 კუბური მეტრი ინერტული მასალა .
cnews.g