სოციალურ ქსელში ერთ-ერთი მომხმარებელი წერს, რომ უცნობმა პირებმა მომღერალ თემურ წიკლაურის საფლავზე მისი ქანდაკება დააზიანეს. Facebook-ზე შესაბამისი ფოტოებიც გამოქვეყნდა სადაც ჩანს, რომ ქანდაკებას ერთი ნაწილი მოტეხეს.
“როგორც ჩანს ბრინჯაო ეგონათ და მის (ქანდაკების) ხელებში არსებული დედამიწის ბურთულა მოუგლეჯიათ!
მერე ნახეს, რომ ბრინჯაო არ იყო და იქვე გადააგდეს… ასევე დაგლეჯილი იყო ყვავილების გვირგვინი…
გაიგეთ, არაა ეს ფერადი ლითონი, არის თაბაშირით გაკეთებული და ხელი აღარ ახლოთ, ვანდალებო!!!!! რა ხალხი ხართ, სად იზრდებით, რა აზროვნება და გონება გაქვთ ასეთი სამარცხვინო? ან კი გაქვთ საერთოდ?”- წერს ფოტოების ავტორი.
ცნობისთვის, მომღერალი თემურ წიკლაური 2021 წლის 1 თებერვალს გარდაიცვალა. ის კოჯორში, შვილის გვერდით დაკრძალეს.