საიას თავმჯდომარე შსს-ს მიერ 7 იანვარს “ტვ პირველის” გარდაცვლილი ოპერატორის შესახებ ექსპერტიზის დასკვნის ნაწილის გასაჯაროებას ლექსო ლაშქარავას მორიგ მკვლელობას უწოდებს.
ანასთან, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარე, ამბობს, რომ ექსპერტიზის დასკვნის გასაჯაროება გაუგებარი და მიუღებელი ფორმით მოხდა.
ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების მიზეზზე ჩატარებულ ექსპერტიზის დასკვნასთან დაკავშირებით მინდა რამდენიმე საკითხზე გავამახვილო ყურადღება, რაც საზოგადოებისთვის არ არის ცნობილი:
ექსპერტთა ჯგუფის დაკომპლექტებისას, შსს-მ საჯაროდაც და პირადადაც შესთავაზა ოჯახს საერთაშორისო ექსპერტების დასახელება, რომლებიც მონაწილეობას მიიღებდნენ შეფასებაში. ჩვენ შევთავაზეთ ამერიკელი ან ბრიტანელი სახელმწიფო ექსპერტების მოწვევა, მაგრამ შსს-მ უარი გვითხრა, იმ მოტივით, რომ არ გვაქვს ჩვენ მათთან თანამშრომლობის გამოცდილებაო (!!!), რის შემდეგაც შემოგვთავაზეს შვეიცარიელი ექსპერტების ჩართვა, რომლებიც საბოლოოდ არ მოიწვიეს და ისევ სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში, ქართველი ექსპერტების მონაწილეობით ჩატარდა ექსპერტიზა.
მეორე საკითხი, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, არის ის, რომ ლექსოს ცხედარი გაიტაცეს მაშინ, როდესაც ოჯახის ადვოკატები გზაში ვიყავით და ლექსოს სახლისკენ მივდიოდით, ხოლო დაახლოებით 4 საათის განმავლობაში ჩვენთვის უცნობია, რამე მანიპულირება ხომ არ მოხდა ცხედარზე.
ასევე არ მინდა ყურადღებიდან გამომრჩეს ამ ამბის გახმაურების ფორმაც და რაც შსს-მ დღეს გააკეთა, ლექსოს მორიგი მკვლელობა იყო. ჯერ ის არ იკმარეს, ივლისში უკანონოდ რომ გაავრცელეს ინფორმაცია და ახლაც ყოვლად გაუგებარი და მიუღებელი ფორმებით გააკეთეს იგივე. ცოტა ადამიანობა მაინც რომ ჰქონდეთ შსს-ში დარჩენილი, დაფიქრდებოდნენ იმაზე, რამხელა ზიანის მომტანია ამ ინფორმაციის ამ ფორმით ფრიალი ლექსოს ოჯახისთვის.
ჩვენც, ოჯახის ადვოკატებმა, მედიის მეშვეობით გავიგეთ ექსპერტიზის დასკვნის თაობაზე მაშინ, როდესაც ერთ კვირაზე მეტია, რაც გამოძიებას შედეგები ჰქონდა და მანამდე არაფერი თქვეს, სანამ იუნესკოს გადაწყვეტილება არ გახდა ცნობილი.
რაც შეეხება დასკვნის შინაარსს, მას დეტალურად არ ვიცნობთ და მას შემდეგ, რაც გავეცნობით, უფრო მეტის თქმა შეგვეძლება”- წერს საიას თავმჯდომარე.
“ტვ პირველის” გარდაცვლილი ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას, სიკვდილიდან 6 თვის თავზე, მას შემდეგ, რაც UNESCO-მ “ტვ პირველის” ოპერატორი მოკლული ჟურნალისტების სიაში შეიყვანა, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულმა ბიუროს დასკვნა გაასაჯაროვა. შსს-მ დასკვნა 30 დეკემბერს მიიღო და ის 37 გვერდისგან შედგება. ჟურნალისტებისთვის ხელმისწავდომი მხოლოდ 6 გვერდი გახდა.
UNESCO-მ “ტვ პირველის” გარდაცვლილი ოპერატორი 2021 წელს მოკლულ ჟურნალისტთა სიაში შეიყვანა. მონაცემები ორგანიზაციის ვებგვერდზე გამოქვეყნდა. ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ლაშქარავამ დაზიანებები 5 ივლისის ძალადობრივი მოვლენების დროს მიიღო.