“მასობრივი, სახალხო პროტესტები უნდა დაიწყოს საქართველოს ყველა ქალაქსა და რეგიონში. როცა გაძვირდა კომუნალური გადასახადები, ელექტროენერგია, გაზი, საწვავი, საზოგადოებრივი ტრანსპორტი დედაქალაქში, გაძვირდა პირველადი მოხმარების პროდუქტები, მედიკამენტები, ამ გაძვირების, ამ უსამართლობის ფონზე, ძალიან მნიშვნელოვანია, დიდი სახალხო პროტესტი და მოძრაობა, რომელიც შეიწირავს პირდაპირი მნიშვნელობით, რუს ოლიგარქს და მის კრიმინალურ ხელისუფლებას”, – აცხადებს ნაციონალური მოძრაობის წევრი ლევან ხაბეიშვილი, რომლის კომენტარსაც ინტერპრესნიუსი ავრცელებს.