13 იანვრიდან საქართველოში მოსალოდნელია ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელება, ნალექი, უმეტესად თოვლის სახით, ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ძლიერი თოვა. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს. მათივე ცნობით, იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +3, +8 გრადუსამდე დაიკლებს.
10-11 იანვარს დასავლეთ საქართველოში თბილი და უნალექო ამინდი შენარჩუნდება. ჰაერის ტემპერატურა დაბლობში დღისით +13, +18 გრადუსამდე გათბება.
აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან შესაძლოა მცირე ნალექი და ნისლი აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა ბარში დღისით +8, +13 გრადუსი იქნება.
თბილისში 10-11 იანვარს შესაძლოა მცირე წვიმა და ნისლი აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა 10-12 იანვარს +11, +13 გრადუსი იქნება, ხოლო 13 იანვრიდან აცივდება, მოსალოდნელია ნალექი და ძლიერი ქარი.