ჩინეთის კოსმოსური სააგენტოს მიერ მთვარეზე გაშვებულმა Chang’e 5-ის სახელით ცნობილმა აპარატმა
მთვარეზე წყლის კვალს მიაგნო. ამის შესახებ მეცნიერები გამოცემაში Science Advances გამოქვეყნებულ
ნაშრომში საუბრობენ.
როგორც ნაშრომში წერია, იქ, სადაც ხომალდი დაეშვა, თითო ტონა გრუნტში წყლის კონცენტრაცია დაახლოებით 120 გრამია, ქვებში კი უფრო მეტი. ამის მიზეზი კი შეიძლება ის იყოს, რომ მსგავსი კლდოვანი წარმონაქმნები სიღრმეში ფორმირდება, სადაც, სავარაუდოდ, წყლის დამატებითი წყარო მდებარეობს.
ჩინეთი, მთვარეზე 2024 წლიდან კიდევ 2 მისიის განხორციელებას გეგმავს, ესენია Chang’e 6 და Chang’e 7.