ლანჩხუთის საკრებულოს დეპუტატი ენმ-დან კახა ასკურავა დღეს ხაზარაძე – ჯაფარიძის მიმართ გამოტანილ სასამართლო განაჩენს ეხმაურება და ხელისუფლების გადმოსახედიდან ოპოზიციური პარტიების შეფასებებზე წერს:
“ნაცმოძრაობა სისხლის მსელები ვართ, ლელო თაღლითები,გირჩელები დაბოლილელები, დანარჩენებს პულსი არ ესინჯბათ და ა.შ დავდივართ ასე 10 წელია როგორც ციყვები მოჯადობულ-ივანიშვლის ეშმაკის ბორბალში, იარლიყებს ისე გვაწებებს რეჟიმი როგრც საქონელს.აგერ დღეს გახარებული ვართ რომ არ დაიჭირეს უდანაშაულო ადამიანები, თუმც მოსამართლემ მესიჯბოქსის შემუშავებაში დაეხმარა ქოცებს – თაღლითები ყოფილან თურმე… გუშინ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გადაწყვეტილება მე-3 პრეზიდენტის არაადამიანური მოპყრობის თაობაზე, რომელიც თავად იუსტიციის სამინისტრომ გაავრცელა, მონა მოსამართლის ხელით გააუქმა…. ამასობაში კოვდით დღეში 70-80 მოქალაქე გვეღუპება, ეკონომიკა აღარ არსებობს, ინფლაციამ ისე შესანსლა ლარის ძალა პირველადი მოხმარების პროდუქტებზე ფასები გეომეტრიული პროგრესიით იზრდება, სასესხო ვალდებულებებზე ეროვნული ბანკის რეფინანსირების გაზრდით ერთ წელიწადში პროცენტი სამჯერ გაიზარდა….. და რა,….. თუ არ გამოხვალთ გარეთ და არ შეცვლით თქვენივე ხელით ამ სავალალო რეალობას უფრო მეტად მოგეტყნებათ პატრონი! ასეა ეს!”-წერს ასკურავა.