ხაზარაძე ქართულ ოცნებას: მონები ხართ

”მოგმართავთ ტელეკომპანია იმედს, კობახიძეს, მდინარაძეს და თქვენს სამ მაგარ იურისტს. აუხსენით საზოგადოებას როგორ შეიძლება სამწლიანი ფულის გათეთრება უცბად გადაკვალიფიცირდეს თაღლითობაში, სადაც საქმე არ განხილულა. თქვენ უნდა გითხრათ პირდაპირ, რომ ამ სახელმწიფოს მტრები ხართ, ადამიანებს თავებს უმღვრევთ, რათა ივანიშვილს ძალაუფლება შეუნარჩუნოთ. თქვენ შეინარჩუნოთ ეს კაბინეტები. 6 თვე თქვენს გვერდით ვიჯექი პარლამენტში, ერთი კაცი არ მოვიდა და არ უკითხია ჩაგვახედე საქმის კურსში და გვაჩვენე შენი არგუმენტებიო, როგორც კოლეგა კოლეგას. იმიტომ, რომ მონები ხართ, განსაკუთრებით ის სამი, დღეს რომ დააყენეს და ალაპარაკეს რაღაცა.

მოგმართავთ იმედის ჟურნალისტებს, მათი დირექტორი ჩემთან ერთად დადიოდა ეკლესიაში და ერთად ვეზიარებოდით, მივმართავ მას, მოდი ქრისტიანულად გეუბნები,რატომ არ აიღე ჩემგან ინტერვიუ ან წინაასარჩევნოდ. ამიხსენით ეხლა ჩინეთის კედლით ხომ არ ვართ გაყოფილები. შედით სოციალურ ქსელში დღეს ახალი ტროლები ამოქმედდდა, ვის დაკარგვიხართ? თქვენ გგონიათ, რომ ამ ქვეყანას რამე მდგომარეობიდან გამოიყვანთ? ვერ გამოიყვანთ. ვერც დაგვიჭირეთ, ვერც დაგვიჭერთ და ფახფახი გაქვთ, იცი რისი ფახფახი გაქვთ? აი ეს მოსამართლეები და პროკურორები გაგასამართლებენ თქვენც და მე არ მინდა გესმით, რომ თქვენმა შვილებმა გნახონ იქ სადაც მე სამი წელი დავდიოდი.”

აღნიშნულის შესახებ მამუკა ხაზარაძემ “ტვ პირველის” ეთერში სტუმრობისას განაცხადა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share