დღეს მთელი საქართველოს მასშტაბით კომპანია “მაგთის” ინჟინერ-ტექნიკოსები გაიფიცნენ – ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება.
არსებული ინფორმაციით, ისინი სამუშაო პირობებს აპროტესტებენ და ხელფასის გაზრდას ითხოვენ.
დღის განმავლობაში “მაგთის” ტელევიზია და ინტერნეტი შეფერხებით მუშაობდა.