საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პატიმრობა მსოფლიო მასშტაბის რეზონანსული პრობლემა ხდება.
დიდი ბრიტანეთის ლოდრთა პალატაში დღეს მესამე პრეზიდენტის უკანონო ტყვეობის გამო, საქართველოს ხელისუფლების მისამართით უკიდურესად მძიმე განცხადებები გაკეთდა.
ადამიანის უფლებების უხეში დარღვევა, შერჩევითი სამართალი და პოლიტიკური შურისძიება იყო ის ტერმინები, რომლითაც პარლამენტარებმა საქართველოში სააკაშვილის პატიმრობა შეაფასეს.
ბრიტანელმა ლოდრებმა საგარეო უწყების ხელმძღვანელისგან ისიც კი მოითხოვეს, რომ გაერთიანებული სამეფოს ელჩმა საქართველოს მიხეილ სააკაშვილი ციხეში მოინახულოს.