”სასწრაფოდ გაუქმდეს პარაზიტი აფხაზეთის საბჭო და ყველა ფულიჭამია უწყება”

”სასწრაფოდ გაუქმდეს პარაზიტი,ვადა–აფეთქებული 30 წლის წინათ ფორმირებული ,აფხაზეთის უმაღლესი საბჭო და დათხოვნილი იქნას ყველა ამგვარი სამთავრობო ფულიჭამია უწყება,გამონთავისუფლებული მილიონები მოხმარდეს დევნილთა პირობების გაუმჯობესებასა და მათ გაადარჩენას. 1994 ჩემი როგორც მაშინდელი პარლამენტის იურიდიული კომიტეტის ხელმძღვანელის ინიციატივით დათხოვნილი იქნა მთელი აფხაზეთის უმაღლესი საბჭო როგორც აპარტეიდის და დისკრიმინაციული ნიშნით არჩეული რადგან 17 პროცენტმა აფსუამ ამ არჩევნების წინასწარი ქვოტირებით მიიღო ადგილების 50 პროცენტზე მეტი სწორედ ამით დაიწყო ქართველთა გამოძევება სამშობლოდან. მოგვიანებით ხელისუფლებამ დევნილთა ხმების მისათვისებლად კვლავ აღუდგინა ლეგიტიმურობა დეპუტაციის ქართულ ნაწილს რაც ასევე არნახული უკანონობა იყო. ახლა გამოდის,რომ აფხაზეთის დაბრუნება არ აწყობს პირველ რიგში ამ სტრუქტურებს,რადგან მაშინვე დაკარგავენ ლეგიტიმურობას.მოკლედ ტრაგი–საოცრებათა ქვეყანაში ვართ” –

აცხადებს “ლეიბორისტული პარტიის” ლიდერი, შალვა ნათელაშვილი.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share