„არ ვაკეთებთ ამ ეტაპზე კომენტარს და სავარაუდოდ, არც გავაკეთებთ“, – ამის შესახებ Cnews-ს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ნიკა გვარამიას შეკვეთილი მკვლელობის ფიგურანტების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით განუცხადეს.
ცნობისთვის, ნიკა გვარამიას შეკვეთილ მკვლელობასთან დაკავშირებული დეტალები გუშინ, 16 იანვარს CNews-მა გაავრცელა, ხოლო უფრო ვრცელი და დეტალური ინფორმაცია გაზეთ ,,ქრონიკა+“- ის დღევანდელ 17 იანვრის ნომერში გამოქვეყნდა.
„ქრონიკა+“-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ნიკა გვარამიას შეკვეთილი მკვლელობის ფიგურანტების უსაფრთხო გაყვანის ოპერაცია სუს-ის უფროსის გრიგოლ ლილუაშვილის დავალებით მოხდა. ამავე ინფორმაციის თანახმად, ფიგურანტები ყაზბეგის სასაზღვრო გამშვები პუნქტის გავლით ქვეყნიდან გაიყვანეს.