მთავრობის სხდომა პრემიერმა ამბიციურ გეგმებზე საუბრით დაიწყო, “ოცნების” მმართველობის პირობებში ერთ-ერთი შეუსრულებელი პირობის შესრულებას დაპირდა და უთხრა, რომ ქვეყანაში მედიკამენტები გაიაფდება, რადგან მთავრობა წამლებს თურქეთიდან შემოიტანს, სადაც ფასი 10-ჯერ იაფია.
ინიციატივა დაანონსებულია, თუმცა როგორ შესრულდება, არავინ იცის. გაურკვეველია, რა ხარისხის წამალი შემოვა ქვეყანაში და ვერც ვერავინ გაიგებს, რადგან მედიკამენტების შესამოწმებლად საჭირო სპეციალური ლაბორატორია საქართველოს არ აქვს, სხვა ქვეყნებში კი წამლის ხარისხის შემოწმება ათასობით ევრო ჯდება. ჯანდაცვის სფეროს სპეციალისტები ფიქრობენ, რომ თურქული წამლების გამოყენება ფარმაკოლოგიურ ბაზარზე სიძვირის პრობლემას ვერ მოხსნის.
როგორ წარმოუდგენია ირაკლი ღარიბაშვილის კაბინეტს მედიკამენტების გაიაფება, გაურკველია. არც მთავრობის სხდომაზე და არც მის შემდგომ, არავის განუმარტავს, რა მექანიზმით მოხდება მაღალი ხარისხის პრეპარატების შემოტანა და თან 10-ჯერ უფრო იაფად.
tv mtavari