ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, სოფელ სუფსაში ფუნქციონირება დაიწყო უფასო სასადილომ, რომელიც ერთდროულად 25 ბენეფიციარს მოემსახურება.
სასადილო, რომელიც ყოველდღიურად მიიღებს სუფსის მოსახლეობას, ადგილობრივმა მცხოვრებმა, კახა ჯიბლაძემ საკუთარი სახსრებით გახსნა.
– ნებისმიერ ადამიანს, ვისაც კი ამის საჭიროება ექნება, შეუძლია მობრძანდეს და ცხელი სადილი მიირთვას -აღნიშნა ჯიბლაძემ.
სასადილოს გახსნას დღეს ლანჩხუთის მერის მოადგილე, ეკატერინე გუჯაბიძე, სუფსის მაჟორიტარი დეპუტატი, ია მოქია, საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე, კახა კვიტაიშვილი ესწრებოდნენ.