”ნათლად ვხედავ, როგორ შეიძლება ქვეყანა მიდიოდეს წინ, თუნდაც მართავდეს კოვიდს. ძალიან მარტივი შესადარებელია, გაერთიანებულ არაბთა საამიროში 99%-იანი აცრების მაჩვენებელია. ყველაფერი ღიაა, არავითარი ზიანი, არც ტურიზმს მიადგა და არც მოძრაობას, ისეთი ელექტრონული სისტემებით იმართება, სკოლები, რომელიცც 21-ე საუკუნეს შეეფერება. დღეში ერთი გარდაცვლილია და ეხლა შეადარეთ საქართველოს ქვეყანა, რომელიც 4-ჯერ უფრო დიდია მოსახლეობით და ნახავთ როგორ იმართება ჩვენი ქვეყანა. ურთულეს მდგომარეობაშია საქართველო, უპატრონოდაა. ჩვენი ქვეყანა არის უმძღოლო ავტობუსი, ხელისუფლებას არ აინტერესებს ხალხს რა მოუვა” – განაცხადა ანა დოლიძემ “პალიტრანიუსის” ეთერში.