ოზურგეთში დღეს დილიდან გადაუღებლად თოვს. უამინდობამ და უხვმა ნალექმა განსაკუთრებული პრობლემები შეუქმნა სოფლებს. რთულად მიმდინარეობს გზის გაწმენდითი სამუშაოები, მოსახლეობა კი დახმარებას ითხოვს. სოციალურ ქსელებში არა ერთი ვიდეო ვრცელდება, სადაც ადგილობრივები ადგილობრივ ხელისუფლებას მიმართავს. ლიხაურის საჯარო სკოლის პედაგოგი და სამოქალაქო მოძრაობა “ეკოს” დამფუძნებელი, ირმა გორდელაძე სოფელში დილიდან შექმნილ პრობლემებზე ვიდეო ჩართვაში საუბრობს:
“გურიაში ინტენსიურად თოვს. საკმაოდ დიდი თოვლია მოსული., გადაღებას არ აპირებს. გზები გაუწმენდავია, შუქი არ არის. ახლანდელ მუნიციპალიტეტის ხელისუფლებას იმდენი ტექნიკა დახვდა, რომ გზების გაწმენდა არ უნდა გაჭირვებოდა. ეს აუცილებელია, რათა მოსახლეობას პროდუქტებისა და მედიკამენტების შეძენაზე გადაადგილების პრობლემა არ შეექმნას. ხოლო, “ენერგო პროს” ხეების მოჭრას და გაყიდვას ურჩევნია, ადამ და ევას დროინდელი ხაზები რომ აქვს, იმას მიხედოს. მოკლედ, 21-ე საუკუნეში კი არა, ქვის ხანაში ვართ, არადა სტიქია გვიტევს.” – აღნიშნავს გორდელაძე.