უკრაინის სახალხო დამცველმა ლუდმილა დენისოვამ საქართველოს იუსტიციის მინისტრს რუსთავის ციხეში მიხეილ სააკაშვილის მონახულების ნებართვას სთხოვა. ამასთან ერთად, მან რატი ბრეგაძეს წერილი გამოუგზავნა, რომელშიც უკრაინის მოქალაქისთვის კვალიფიციური ფსიქოლოგიური და ფიზიკური რეაბილიტაციის უზრუნველყოფას მოითხოვს.
უკრაინის ომბუდსმენმა რატი ბრეგაძისადმი მიმართვას სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის ამსახველი დოკუმენტაციაც დაურთო.
ამ საკითხზე ლუდმილა დენისოვამ კიევში ჩასულ “ნაციონალური მოძრაობის” წევრებსაც მიაწოდა ინფორმაცია და სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ლევან ბეჟაშვილთან და თამარ კორძაიასთან შეხვედრაზე იმ საგამოძიებო კომისიაზეც ისაუბრეს, რომელიც შესაძლოა, საქართველოს პარლამენტში მიხეილ სააკაშვილის მიმართ ღირსების შემლახველი და არაადამიანური მოპყრობის ფაქტების გამოსაძიებლად შეიქმნას.