“მოიცალეს, რომ საკრებულოში შეიკრიბონ არა იმიტომ, რომ ოზურგეთელების პრობლემა გადაჭრან და მოქალაქეებს დაეხმარონ, არამედ იმისთვის, რომ საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩიას, რომელიც ბიძინა ივანიშვილის კურსელი თუ ახლობელია და მხოლოდ ამიტომ არის ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარე, მოემატოს ანაზღაურება, მის მოადგილეს მოემატოს, განყოფილების უფროსს და ასე შემდეგ.
სხვათაშორის, მერის მოადგილეს ვთხოვე მარტივი რამე – მოდი, თანამდებობის პირების ანაზღაურების ნაცვლად, ბაღის თანამშრომლებს, რომლებიც 150 ლარზე მუშაობენ, მათ მოუმატეთ ანაზღაურება და არა ჩინოვნიკებს-მეთქი, მაგრამ ეს საკითხი გადადეს. მარტივ კითხვას ვსვამ – 150 ლარი რომ აქვს ადამიანს შემოსავალი მას სჭირდება სწრაფად შველა და ხელფასის მომატება თუ 3500 რომ აქვს?”.
ამის შესახებ ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, ლევან ხაბეიშვილმა ტელეკომპანია ”პირველის” ეთერში განაცხადა.