1,5 ლარი სოცდაუცველებისთვის – თბილისის მერიის ტენდერში სუს-ის ფავორიტმა კომპანიამ გაიმარჯვა

ნახევარი პური, მაკარონი, ან ლობიო, კვირაში ერთხელ კი 75 გრამი ქათმის ხორცი -სოციალურად დაუცველი პირების ყოველდღიურად გამოკვებაზე თბილისის ბიუჯეტი ლარნახევარს დახარჯავს. ბენეფიფიართა კვებისთვის გამოცხადებული ტენდერი დასრულდა.მისი პირობების მიხედვით,  გარდა პროდუქტებისა, კომპანიამ 1,5 ლარიდან უნდა გაისტუმროს სასადილოების კომუნალური გადასახადები და თანამშრომლებისთვის ხელფასებიც.

”ერთ სულზე გამოდის ლარი და 52 თეთრი. ამაში პროდუქტების გარდა შედის შენობების იჯარები, კომუნალური გადასახადები, ხელფასები, ტექნიკა, რითაც ემსახურება. მიზერული თანხა რჩება საკვებისთვის. 

ხელისუფლების პრიორიტეტებში არ შედის ზრუნვა სოციალურად დაუცველებზე, მათი პრიორიტეტია ფულის შოვნა” – აცხადებს კორუფციის მკვლევარი, ბესო დონაძე.

სოციალურად დაუცველების  საკვებით მომარაგების ტენდერში ისევ სუს-ის ფავორტ კომპანია “ილი ჯგუფმა” მოიგო, რომელიც, თბილისის ბიუჯეტიდან 10 მილიონ ლარს მიიღებს. რამდენიმე თვის წინანდელ არქივში ინახება ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ აღმოაჩინეს კომპანია ,,ილი ჯგუფის” მიერ შეტანილ საკვებში მატლები, დაობებული პური და გაფუჭებული სოსისი.

,,ილი ჯგუფის” მფლობელი, იაშა ჩაჩუა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მაღალჩინოსნების მეგობარია, ამიტომ ხელშეუხებელი დარჩა, როცა სოცდაუცველებს უხარისხო საკვები მიაწოდა. თუმცა, თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ ,,ილი ჯგუფი” სახელისუფლებო პარტიის აქტიური შემომწირველია და მან ,,ქართული ოცნების” ანგარიშზე 350 ათასი ლარი გადარიცხა, კითხვის ნიშნები იხსნება.

ტვ პირველი

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share