მორიგი ხარვეზი კორონაპანდემიის მართვის სისტემაში და ისევ დრამატული სტატისტიკა. ირკვევა, რომ ციფრული კოვიდ პასპორტი, აპლიკაცია, რომლისთვისაც ათასობით ლარი დაიხარჯა არ მუშაობს.
ხელისუფლება ვერ ახერხებს, რომ მედიკოსების მიერ იზოლაციის პერიოდის 8 დღემდე შემცირება სისტემამაც გაითვალისწინოს. კიდევ უფრო დრამატულია კლინიკებში შექმნილი რეალობა. ახალი შემთხვევების რაოდენობა უკვე სტაბილურად აჭარბებს 8 ათასს. ბავშვთა საავადმყოფოები კი ზღვარზე მუშაობენ.