დუმბაძე: რუსეთის დუმისგან, რომ მოსულიყო წერილი, მიიღებდა თუ არა პაპუაშვილი?…მიიღებდა

”ერთადერთი ადამიანი, ვისიც ბიძინა ივანიშვილს ეშინია, ეს არის პუტინი და ერთადერთი ადამიანი, ვისაც თვლის მსოფლიოში გამარჯვებულად, ასევე არის პუტინი. ვერავითარი პაპუაშვილი, ვერავითარი “ქართული ოცნება” ამ გადაწყვეტილებას ვერ მიიღებდა. ადამიანებს უნდა ეხვეწებოდე ევროპიდან, რაც მეტი ჩამოვა, ჩავალთ და მეტი ინტეგრაცია იქნება მით უკეთესი უნდა იყოს. ერთი წამით წარმოვიდგინოთ, რომ წერილი მოსულიყო რუსეთის დუმიდან, მიიღებდა თუ არა პაპუაშვილი, მიიღებდა, რა თქმა უნდა.” – განაცხადა მურმან დუმბაძემ  “ტვ პირველის” ეთერში.

ცნობისთვის, ევროპარლამენტარების ვიზიტი, რომელიც 21–22 იანვარს იყო დაგეგმილი გაუქმდა. როგორც ევროპარლამენტარების, ვიოლა ფონ კრამონის, მარინა კალიურანდისა და მირიამ ლექსმანის განცხადებაშია ნათქვამი, ვიზიტის გაუქმების მიზეზია ის, რომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ,  შალვა პაპუაშვილმა დრო ვერ გამონახა მოლაპარაკებებში ჩასართავად.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share