ბათუმში, კორონავირუსით ინფიცირებული 31 წლის ქალი გარდაიცვალა, რომელმაც საკეისრო კვეთა, ერთი კვირის წინ ბათუმის სამშობიარო სახლში გაიკეთა. მოგვიანებით, მდგომარეობის დამძიმების შემდეგ, კლინიკა ,,მედინაში” მკურნალობდა.
გარდაცვლილის დედა მომხდარში სამშობიარო სახლის მედპერსონალს ადანაშაულებს. ამბობს, რომ ფეხმძიმე ქალს სათანადო ყურადღებას არ აქცევდნენ, რაც მისი მდგომარეობის დამძიმების მიზეზი გახდა.