“იდეალური სცენარი იქნება, რომ ჩვენი მოქალაქე ჩვენს ქვეყანაში წამოვიყვანოთ” – ამის შესახებ უკრაინის რადას ფრაქცია „სლუგა ნაროდას“ თავმჯდომარე დავით არახამია “მთავარი არხის” ეთერში, გადაცემაში “მთავარი აქცენტები” საუბრობს. ასე პასუხობს ის ნიკა გვარამიას შეკითხვას, მოითხოვს თუ არა საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის უკრაინისთვის გადაცემას.
”ჩვენთვის იდეალური სცენარი იქნება, რომ ჩვენი მოქალაქე ქვეყანაში წამოვიყვანოთ. მას იურიდიული უფლება აქვს ეს ვადა უკრაინის ტერიტორიაზე მოიხადოს. ჩვენ მივცემთ გარანტიას, რომ ის ქვეყნიდან არ გავა და იქნება უკრაინის ტერიტორიაზე,” – ამბობს არახამია.