ქართველმა ემიგრანტებმა ბერლინში უკრაინისა და მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია გამართეს.
“სოლიდარობა უკრაინას, თავისუფლება მიხეილ სააკაშვილს” – ამბობს აქციის მონაწილე.
“ჩვენ დღეს შევიკრიბეთ უკრაინის მხარდასაჭერად. სოლიდარობას ვუცხადებთ ჩვენს პარტნიორ ქვეყანას. იმედი გვაქვს, რომ ჩვენი ხმა მისწვდება რუსეთს, მთელ მსოფლიოს და ყველას ვაჩვენებთ უკრაინის მხარდაჭერას” – ამბობს აქციის კიდევ ერთი მონაწილე.