კოვიდინფიცირებულმა ღარიბაშვილმა მწვანე პასპორტები გააუქმა – უმართავი პანდემია

ანტირეკორდების უწყვეტი ჯაჭვი და ხელისუფლების კიდევ ერთი გაუაზრებელი გადაწყვეტილება. მწვანე პასპორტები გაუქმებულია. უმძიმესი ეპიდვითარებისა და დაინფიცირების საათობრივად მზარდი სტატისტიკის პირობებში, ქვეყანაში დღეიდან აღარ მოქმედებს მექანიზმი, რომელიც იმუნიზაციის პროცესის გააქტიურებასა და აუცრელი მოქალაქეებისთვის შეზღუდვების დაწესებას ითვალისწინებდა.

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებას არგუმენტირებული განმარტებები არ მოჰყოლია, თუმცა ცნობილია რომ მწვანე პასპორტების გაუქმების საკითხი მწვავე დაპრიპირების მიზეზი გხდა. საბოლოო გადაწყვეტილება კი ირაკლი ღარიბაშვილმა მიიღო და კორონავირუსით დაინფიცირებულმა პრემიერმა ომიკრონით მოცული ქვეყანა კიდევ ერთი საფრთხის წინაშე დააყენა.

წყარო : მთავარი არხი

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share